წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
3.15 L10.50 L
შვიდი დღე მარადისობისთვის
კალათაში დამატება

კატეგორია: სერია „ნობელის პრემიის ლაურეატები“

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941454530

გვერდები: 244

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა მარიამ წიკლაურმა

ახალბერძნულიდან ბწკარედული თარგმანი, წინასიტყვაობა და შენიშვნები მაია კაკაშვილისა


ოდისეას ელიტისი (1911-1996) ეგეოსის ზღვის პოეტი მეორე ბერძენი ნობელიანტია ლიტერატურაში.

პოემა გმირული და ელეგიური ქებათა ქება ალბანიის დაღუპულ ლეიტენანტს (1943) ომისდროინდელი ბერძენი ახალგაზრდობის ერთგვარ პოეტურ ჰიმნად იქცა. იგი ქართველთათვის კარგად ცნობილმა კომპოზიტორმა მიკის თეოდორაკისმა ლიბრეტოდ გამოიყენა მუსიკალური ნაწარმოებისათვის.

ქმნილება ღირს არს (1959) – სულიერი ავტობიოგრაფიაა პროზად და ლექსად.

1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოეტი პროტესტის ნიშნად ორი წლით ნებაყოფლობით გადასახლდა საფრანგეთში. სიცოცხლეშივე აღიარებული მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი თავის ლექსებში შეგნებულად უგულებელყოფდა სასვენ ნიშნებს.

ელიტისს სწამდა, რომ არსებობს ეროვნული თავისებურებები, რომელთაც შეუძლიათ გაამდიდრონ მსოფლიო სული.

იხილეთ ასევე