წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
2.85 L9.50 L
ძენი დაბნეულნი
კალათაში დამატება

კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941466816

გვერდები: 244

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ოთარ ჩხეიძის ტრილოგია XX საუკუნის 90-იანი წლების მხატვრული მატიანეა. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად რთული იყო „მოთვინიერებული მწერლობის“ ჩარჩოებიდან თავის დაღწევა და მართალი გზის გაკაფვა, მწერალი არ გატყდა და როგორც ილია ჭავჭავაძის სულიერმა მემკვიდრემ, იღვაწა მრწამსით: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“.
 
ნესტან ფიფია თავის წიგნში სიღმისეულად და დეტალურად აანალიზებს ოთარ ჩხეიძის პროზას. ნაშრომში სხვადასხვა ასპექტით განხილულია ტრილოგია – არტისტული გადატრიალებაბერმუდის სამკუთხედითეთრი დათვი, თუმცა გათვალისწინებულია მისი რომანების მთელი ციკლის („მატიანე ქართლისა“) კონტექსტი. მკვლევარი მიზნად ისახავს ოთარ ჩხეიძის რომანების სტრუქტურული თავისებურების, მხატვრული ქარგის, შემოქმედებითი მიგნებების, სიტყვისადმი დამოკიდებულებების ახსნას. მწერლის მიერ ეპოქის სულის გამოხატვას სახისმეტყველებითი და ჰერმენევტიკული მეთოდებით იკვლევს.
 
ნესტან ფიფიას მონოგრაფიაში კარგადაა წარმოჩენილი ოთარ ჩხეიძის შემოქმედებისა და მისი მწერლური თუ მოქალაქეობრივი პოზიციის მნიშვნელობა როგორც სალიტერატურო, ისე დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის.


იხილეთ ასევე