წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
6.59 L21.95 L
ადამიანი ხვდება ძაღლს

კატეგორია: სერია „ნობელის პრემიის ლაურეატები“

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941454189

გვერდები: 144

ფორმატი: 22x27

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა გოდერძი რუხაძემ

 

ცხენმა, ძროხამ, ცხვარმა თუ სხვა შინაურმა ცხოველებმა უდავო სარგებელი მიიღეს თავისი მოშინაურების შედეგად, რამდენადაც მათი ველური წინაპრები, ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობის უნარი რომ არ აღმოაჩნდათ, დიდი ხანია გადაშენდნენ.

 

ადამიანი არასოდეს იღებდა ზნეობრივ ვალდებულებებს მათ მიმართ და, კაცმა რომ თქვას, იგი ისე ეპყრობა მათ, როგორც თვით მაღალცივილიზებული ხალხები ეპყრობოდნენ ძველად ომში დატყვევებულთ.

 

ადამიანმა შინაური წრის წევრად ორად-ორი ცხოველი აქცია და მოიშინაურა იძულების გარეშე – ძაღლი და კატა.

 

არ არსებობს არც ერთი სხვა ცხოველი, რომელსაც ასე შეეცვალა მთელი თავისი ცხოვრების ნირი, მთელი თავისი ინტერესების სფერო და გამხდარიყო ჭეშმარიტად შინაური, როგორც ძაღლი; არ არსებობს არც ერთი სხვა ცხოველი, რომელიც ადამიანთან თავისი მრავალსაუკუნოვანი კავშირის მანძილზე ისე უმნიშვნელოდ შეცვლილიყო, როგორც კატა. ძაღლის ხიბლი მდგომარეობს გულითად მეგობრობასა და ადამიანთან სულიერი კავშირების სიმტკიცეში...

 

წიგნი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძაღლებიც უყვარს და კატებიც.


იხილეთ ასევე