წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
3.00 L10.00 L
Arboles Altos
კალათაში დამატება

კატეგორია: პოეზია

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941470868

გვერდები: 104

ფორმატი: 14x18

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


Arboles Altos  ესპანურად მაღალ ხეებს ნიშნავს. სოსო მეშველიანის პოეზია ყველაზე ბუნებრივი ადამიანური სიმაღლიდან დანახული სამყაროს რეტროსპექტივაა, რაც მის მკითხველად თანაბრად გულისხმობს გლეხსაც და ინტელექტუალსაც. მისთვის ცხოვრება „ბედნიერი შიმშილის“ მუდმივი განცდაა, რომელსაც თავდაპირველი ვნებით სხვაშიც აღძრავს და მერე კი, სამყაროს ვრცელ სუფრაზე, როგორც წმინდა ტრაპეზზე, ხელგაშლილი უმასპინძლდება.

 

სამყარო კი დაუნაწევრებელია, მთლიანია – პატრიარქალური სიმშვიდითა და მეგაპოლისური ხმაურით. წარმართული და ქრისტიანული, მითოსური და ფოლკლორული აჩრდილებით გაჯერებულ მთლიანობას პოეტის მეხსიერება ინახავს. ვერც იმას დაითვლით, რა უფრო მეტია ამ პოეზიაში – ტკივილი თუ სიხარული, ტანჯვა თუ ნეტარება, რადგან სიცოცხლე ყველაფერს ყოფნის და პოეზია კი მას მაღალი ხეების შეხვედრის წერტილიდან ჭვრეტს, როგორც ყველაზე ბუნებრივ სუბსტანციას, როგორც „თავსმოხვეულ სრულყოფილებას“.


იხილეთ ასევე