წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
2.40 L8.00 L
ფაზლი, ეტლი, წინდა

კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა

გამომცემლობა: არტანუჯი

ISBN: 978-9941-445-92-7

გვერდები: 136

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: ინფორმაცია არ არის

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


ვტორები: დიანა ანფიმიადი, ირმა მალაციძე, მაია კუდავა, ინგა ლოლაძე, ვეკო ყიფიანი, მაკა მახარაძე, ბაია დავითაია, ნინო ცინცაძე, შუქია ჭინჭარაული, ნათია გოგსაძე, სალი ბალავაძე, სოფიო კერესელიძე, ნინო მეუნარგია, თამთა დოლიძე, ნიკალა სანაია, ხათო ხავთასი, ნინო მარტიაშვილი, ნანა ლებანიძე, მარი კორკოტაძე, ლუიზა გაბაიძე, ლია ტაბატაძე, ანი დანელია, მარიამ ბურდული, თამუნა ბაზერაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, თამრიკო კვერნაძე, ნინო თარხნიშვილი
 
წიგნში გულწრფელადაა მოთხრობილი ყველა ის წინააღმდეგობა, რასაც აუტიზმის, ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები აწყდებიან ყოველდღიურად საქართველოში. აქ წაიკითხავთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებიც შვილების ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის იბრძვიან და ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებებს, ანგრევენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. 
 
კრებულში შესული სტატიები და ისტორიები სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში („ლიბერალი“, Forbes Woman, mastsavlebeli.ge და mshoblebi.ge). აქ წაიკითხავთ როგორც „იმედის გმირის“ ისტორიას, ისე საბავშვო მწერლის მხატვრულ ნაწარმოებს, ძმის აკადემიური წერის ნიმუშს და დის მიმართვას საზოგადოებისადმი. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტის – „გაძლიერდი და შეცვალეს“ ფარგლებში დაწერილ ტექსტებს ენაცვლება ისტორიები ვიდეოპროექტიდან „ქალები შვილების უფლებებისთვის“ და ემოციური ამბები, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.
 
წიგნის ავტორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ აერთიანებთ ბავშვები, რომლებთან ურთიერთობაც რთული ფაზლის აწყობასა და მძიმე ეტლის ტარებას ჰგავს, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება ჭრელი წინდასავით ფერადი და საინტერესოა.


იხილეთ ასევე