კატეგორია: სერია „100 ლექსი“
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 9789941420634
გვერდები: 194
ფორმატი: 14.8x21
გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის
ყდა: რბილი
სტატუსი: გაყიდვაშია
„დღეს უცნაურად მეჩვენება, რომ ისეთი პოეტი, როგორიც გივი გეგეჭკორი იყო, აღიარების გარეშე წავიდა. რჩეულთა სიცოცხლეშივე დაფასება რომ გვიჭირს, ამას ჯერ კიდევ აკაკი ჩიოდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გივი გეგეჭკორმა თვითონვე, ნებაყოფლობით არჩია ჩრდილში დგომა – მარტოობის უბეს შეფარებული, ტკივილითა და სასოებით ქმნიდა თავის შედევრებს.
ის არ იყო პოპულარობის მაძიებელი, ფართო აუდიტორიების მოყვარული პოეტი. მხოლოდ პოეზიის ნამდვილმა, მცირერიცხოვანმა დამფასებლებმა იცოდნენ, რომ გივი, მართლაც, ოქროს ჭრიდა საკუთარი შტამპით. მე ასე მგონია: თვინიერ პოეზიისა გივი გეგეჭკორს სხვა ცხოვრებით არც უცხოვრია...“ – ნათქვამია თეიმურაზ დოიაშვილის წინასიტყვაობაში.