კატეგორია: ბიოგრაფიულ-მემუარული
გამომცემლობა: არტანუჯი
ISBN: 978-9941-445-33-0
გვერდები: 128
ფორმატი: 14.8x21
გამოცემის თარიღი: 2013
ყდა: რბილი
სტატუსი: არ არის გაყიდვაში
რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი მშობლების ბინაში, კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში გელა ჩარკვიანმა მოახერხა მამასთან ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. კანდიდ ჩარკვიანთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.