კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 9789941458781
გვერდები: 140
ფორმატი: 12.5x17
გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის
ყდა: რბილი
სტატუსი: გაყიდვაშია
ზაალ სამადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებს და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო. ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი – ის არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს, ადვილად პოულობს თანაგანმცდელს მკითხველის სახით.
და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ნოველებს სულ სხვა ენერგიით მუხტავს – ესაა ფიქრი გმირობაზე, რაინდობაზე, შესაბამისად – თავისუფლებასა და სიყვარულზე; ამ ფიქრით ან უამფიქრობითაა აღბეჭდილი ამ ნოველების პერსონაჟთა ბედისწერა, როგორც კიდევ ერთხელ შეხსენება კაცთა მოდგმისათვის რაინდული რომანტიზმისა...
კრებულისათვის ავტორს 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“).