წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
2.55 L8.50 L
მას ერქვა ვატანაბე
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941454981

გვერდები: 146

ფორმატი: 12.5x17

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა. 
 
მაინც რა არის ეს? – დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალო ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ მხოლოდ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს.
 
ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: მგზავრის წერილები და სექსის გაკვეთილები – წერს.
 
და კიდევ, კითხვის დროს თითქოს ყოველ სტრიქონში ჩაგესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: „ცეცხლი დავანთე. განა ეს კარგი არ არის?“


იხილეთ ასევე