წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
3.29 L10.95 L
მეზობლად

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941470714

გვერდები: 124

ფორმატი: 14x18

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


„მეზობლად“ დებიუტანტი ავტორის ექსტრავაგანტურ მოთხრობებს აერთიანებს. გამოგონილ ქალაქებსა თუ კუნძულებზე ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარი წაშლილია, ვნებისაღმძვრელ პასაჟებს მჟავე ფორთოხლის სურნელი ანეიტრალებს, სევდიან ქალთევზებს რთული ხასიათის ბებიები ენაცვლებიან, სკივრში ჩაკეტილი, სიცოცხლეწართმეული გოგონების ისტორიებისა თუ ჩახლართული მეზობლური ურთიერთობების კვანძი ორიგინალურად იხსნება.

წიგნში ტაფად ქცეულ თუ სიკვდილთან მოსაუბრე ქალებსაც აღმოაჩენთ და ყოველდღიურობის რუტინული უდარდელობის დაკარგვის სიმპტომებშიც საფუძვლიანად გაერკვევით. მოსაუბრე ნივთები კი მოვლენებსა და პერსონაჟებს სრულიად მოულოდნელ რაკურსებში წარმოაჩენენ.

ქეთევან მეფარიძემ სადებიუტო მოთხრობა 2007 წელს, ლიტერატურულ კონკურს „ალუბლობისთვის“ დაწერა და „რიტმული პროზის“ ნომინაციში გაიმარჯვა. 
 

2014 წელს სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსზე „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ადგილი დაიმსახურა. 


2015 წელს კი ბათუმში გამართული ლიტერატურული ფესტივალის – „ინსომნიას“ ფინალისტი გახდა. 

სწორედ ამ კონკურსებისთვის შექმნილ მოთხრობებს აერთიანებს მისი სადებიუტო წიგნი. 


იხილეთ ასევე