ნიურნბერგის პროცესი
კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 978-9941-470-17-2
გვერდები: 384
ფორმატი: 14.8x21
გამოცემის თარიღი: 2017
ყდა: მაგარი
სტატუსი: არ არის გაყიდვაში
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა მუშაობდა ამ პროცესისათვის საგამომძიებლო მასალის მომამზადებელ ჯგუფში... მონაწილეობდა მესამე რაიხის მთავარსარდლისა და იდეოლოგის – გერინგისა და როზენბერგის დაკითხვებში... ესწრებოდა დამნაშავეთა გასამართლებას... შეხვდა „შინაური ემიგრაციის“ წარმომადგენლებს, მწერლებს – კელერმანს, ნობელის პრემიის ლაურეატ გერჰარტ ჰაუპტმანს...
მიხეილ კვესელავას წიგნი ცდაა იმისა, მოძებნოს პასუხი კითხვაზე – რატომ და როგორ დაატეხეს ფაშისტებმა ამდენი უბედურება მსოფლიო ხალხებს და საკუთარი ქვეყანაც დაღუპეს. იგი ამისთვის იკვლევს ომის ფსიქოლოგიას, არა მარტო გონებრივ, არამედ ზეგონებრივ მიზეზებსაც..