კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 9789941439971
გვერდები: 210
ფორმატი: 14.8x21
გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის
ყდა: რბილი
სტატუსი: არ არის გაყიდვაში
პოეტის მკაცრი ოთახი – ეს ფრაზა ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი პოემიდანაა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება. ამ სიტყვებში კარგად ჩანს ის გარემო, სულიერი ატმოსფერო, სადაც ნამდვილი შემოქმედი ცხოვრობს და იბრძვის, რომ თვითონაც გადარჩეს და თავისი სიტყვით სხვებსაც შეაშველოს ხელი, გააძლიეროს.
ცისანა გენძეხაძის წიგნი მრავალმხრივ საინტერესოა. აქ შეხვდებით ბიოგრაფიულ ჩანაწერებს, სამეცნიერო წერილებს, მკითხველის შთაბეჭდილებებს, რომელიც მთლიანობაში ერთ მიზანს ემსახურება – გვაჩვენოს ოთარ ჭილაძის პიროვნებისა და შემოქმედების ძირითადი შტრიხები. წიგნში შესულია ოთარ ჭილაძის გამოუქვეყნებელი ლექსები (ცისანა გენძეხაძის ალბომიდან), რომლებიც 1948-1950 წლებში დაიწერა.