წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
3.60 L12.00 L
რაინისპირა ამბები
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941466328

გვერდები: 276

ფორმატი: 13X20

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


რაინისპირა ამბები ეს არის ერთი ქალის, ერთი მწერლის, ერთი ადამიანის „ცხოვრება-ბროწეული“ – გარედან ატლასით დაფარული, „რათა ვერავინ მიხვდეს მის შიგნით მყოფ ათასს“, სანამ ის თვითონ არ „გადასკდება“ და მარცვლებად არ დაიფანტება.

ნოველების პროტაგონისტი გვიყვება ბონის უნივერსიტეტში სასწავლებლად „ოცი წლის დაგვიანებით“ წასული ქართველი სტუდენტის ცხოვრებაზე, რომელიც სავსეა ახალი ემოციებით და შეგრძნებებით, ახალი ადამიანებით და თავგადასავლებით. ახალ სამყაროში მოხვედრის პირველივე დღეებიდან ის საკუთარი თავის „ჩხრეკას“ იწყებს კითხვით – „საერთოდ, ვინ ვარ?“; მეგობრებთან ერთად დაქირავებული ბინის მესამე სართულზე, შუშის ჭერზე მოთქლიშინე წვიმის შემხედვარეს დიდ, უცხო ქვეყანაში დაკარგვის ეშინია და დაყვედრებულ ლუკმასავით ადგას ყელზე ახლობლის ნათქვამი: „რაღადროს სტუდენტობაა“; ისეა დაბნეული, რომ აღარ იცის უკვე, „რომელ რეალობას გაუსწოროს თვალი“ – გერმანულს, ეთიოპიურს, ზოგადქართულს თუ პირადად თავისას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაფაციცებული სწავლობს, ახალშეძენილ მეგობარ კაროლთან საუბრობს, კამათობს – ამოწმებს თავის შეხედულებებს, მოგზაურობს, წერს, ხუმრობს, იმიტომ რომ ადამიანისთვის „მუდამ აუცილებელია მაგალითები იმის დასტურად, რომ სამყარო არ ჩერდება და იცვლება, და რადგან იცვლება, წინაც წავა, და ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება“. (ინა არჩუაშვილი)

იხილეთ ასევე