წიგნი არ არის მარაგში
წიგნი უკვე დამატებულია კალათაში
წიგნის კალათაში დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
წიგნი წარმატებით დაემატა კალათაში
კალათა 0
%
2.40 L8.00 L
ვცადე
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941458101

გვერდები: 174

ფორმატი: 12.5x17

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი.(შადიმან შამანაძე)
 
„გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)


იხილეთ ასევე