კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 9789941470677
გვერდები: ინფორმაცია არ არის
ფორმატი: ინფორმაცია არ არის
გამოცემის თარიღი: 2018
ყდა: რბილი
სტატუსი: არ არის გაყიდვაში
სერგეი ჟადანის რომანი „ვოროშილოვგრადი“ ბესტსელერად იქცა გამოცემისთანავე და იმავე წელს გახდა BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებული. რომანი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.
რომანის მთავარი გმირი – გერმანი, ერთ დღეს იგებს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა და მიემგზავრება დონბასში – თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული და დასახლებულია მეგაზეებით, ბოშებითა და კონტრაბანდისტებით.
გერმანის ცხოვრება მთლიანად იცვლება, მას, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაითრევენ მაფიოზური საქმის გარჩევებში, ჩახლართულ ურთიერთობებსა და ფანტასტიკურ ხეტიალში – რეალურსა თუ სიზმრისეულში.
ქორწილები, დაკრძალვები, სხვადასხვა რიტუალი და ადათ-წესი, მითებით შეკაზმული წარსულისა და აწმყოს აბსურდები, მატერიალური და მისტიკური სამყაროების სიახლოვე – აი, ეს არის „ვოროშილოვგრადი“, რომელიც ამქვეყნად ყველას თავისი აქვს.